Accentnews.ge
კრამერი – ვიმედოვნებ, ევროკავშირი მიყვება აშშ–ის მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს

კრამერი – ვიმედოვნებ, ევროკავშირი მიყვება აშშ–ის მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს

10/04/2023 18:06:53 პოლიტიკა

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აშშ–ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების ფაქტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ "ევროკავშირი მიყვება ვაშინგტონის მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს".

"ეს გახლავთ საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უკმაყოფილების სიგნალი აშშ-ის მხრიდან. აშშ გრძნობს, რომ ეს 4 ადამიანი ჩართულია ისეთ აქტივობებში, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შედეგად, მათ უარს ეტყვიან აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით ვიზაზე. ვფიქრობ, რომ სხვა ქართველმა მოღვაწეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამ ნაბიჯებს შესაძლოა, სხვა ნაბიჯები მოჰყვეს. შეიძლება, სხვა ადამიანები დაასანქციროს აშშ-მა. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირი მიყვება ამ მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მთავრობამ გაითავისოს, რომ ეს ერთიანი გადაწყვეტილებაა", – განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, კრამერმა.

მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ.

"მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რომელიც სერიოზულად დგას თქვენი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა ამ მიმართულებით. ამას შეიძლება დამატებითი სანქციები მოჰყვეს. მე აღარ ვლაპარაკობ აშშ-ის მთავრობის სახელით, არ ვარ ოფიციალური პირი შეერთებული შტატების, მაგრამ ეს გახლავთ ჩემი შეფასება მიმდინარე სიტუაციისა", – განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, კრამერმა.

ცნობისთვის: 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვა დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S