Accentnews.ge
ანი წითლიძე – ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება

ანი წითლიძე – ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება

10/04/2023 18:22:48 პოლიტიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რიგგარეშე სხდომის გამართვის მიზნით პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მიმართვის უარყოფის საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ, სწორედ წითლიძეს და ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უცხოეთში გამგზავრებას დაუკავშირეს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარის თქმა.

როგორც ანი წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად ყოფილა.

„ამიტომ პრობლემა ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არის, მეგობრებო. საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს - ისტერიკის გარეშე.

ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენ გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე. ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება", - აღნიშნა ანი წითლიძემ.

რაც შეეხება ვიზიტს, დეპუტატმა დაწერა, რომ პოლონეთის მხარისგან მოწვევა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს. მან განმარტა, რომ პარლამენტში „აუნაზღაურებადი მივლინება" აქვთ გაფორმებული.

„ვიზიტი მთავარი თემები: პოლიტიკური პატიმრები, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულების პროცესი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის. დღეს და ხვალ ამ საკითხებზე ვხვდებით ევროპარლამენტარებს. ხვალ და ზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ისევ ამ თემებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ზეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდება კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი და ამ ჯილდოს მიშას სახელით აიღებს თანამედროვეობის უდიდესი ადამიანი", - დაწერა ანი წითლიძემ.

11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევას საკითხზე პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც მათთვის უცნობი იყო პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას.

„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კორძაიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი ეხებოდა „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში იმყოფება. ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S