Accentnews.ge
ზურაბიშვილი - მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

ზურაბიშვილი - მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

10/04/2023 18:50:13 პოლიტიკა

"მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს.

"არც ერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ, ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? ვინც ამას ავრცელებს, იგი შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს. საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!", - წერს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S