პოლონეთი მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის" ჯილდოს გადასცემს
11/04/2023 06:25:46 პოლიტიკა
14 აპრილს საქართველოს ექს–პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქში" მიხეილ სააკაშვილის გვერდზე ვრცელდება.
"14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე",, – ნათქვამია განცხადებაში.


