სამნიძე - რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ ვერ შედგა, არის უპასუხისმგებლობა, პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ჰქონდა წითლიძის და ხაბეიშვილის ხელმოწერაც
11/04/2023 08:23:44 პოლიტიკა
"რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო - ესაა უპასუხისმგებლობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ამ საკითხის გამო გადადეს ვიზიტები.
"როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, მას ორივე დეპუტატის - წითლიძის და ხაბეიშვილის ხელმოწერაც ჰქონდა. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს სხდომის ჩასანიშნად. მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა. იმდენად მნიშვნელოვანი მგონია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც ნორმალური იქნებოდა. ახლა არსებითია ორივე მათგანმა და თითოეულმა დეპუტატმა პარლამენტში განაცხადოს, რომ მორიგ სხდომაზე, როცა ჩაინიშნება კენჭისყრა, ყველა იქნება დარბაზში",- განაცხადა სამნიძემ.


