Accentnews.ge
პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილს პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა

პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილს პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა

12/04/2023 19:28:15 პოლიტიკა

პოლონეთმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა.

არსებული ინფორმაციით, უმაღლესი რანგის ჯილდოთი მიხეილ სააკაშვილი "თავისუფლებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს.

ცერემონიალი ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მას მესამე პრეზიდენტის დედა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე უკრაინისა და საფრანგეთის დელეგაციები და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S