"რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას"
13/04/2023 07:59:11 პოლიტიკა
"რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, „ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“.
„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: 12 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვლმა ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატის თქმით, ესაა სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. პაპუაშვილის თქმით, მანამდე “ენობრივი თარგმანის პრობლემა” იყო.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აღნიშნავს, რომ "საბოლოოდ ელჩს უკან დახევა და იმის თქმა მოუწია, ეს სანქცია კი არა, მოსანქციო რამ არის".


