Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრების გავლით

აშშ–ის ელჩი – ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრების გავლით

13/04/2023 08:07:37 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მას შემდეგ რაც, დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციები დაუწესა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრების გავლით.

მისი თქმით, "აშშ–ს აქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით".

"რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრას აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ბოლო წელიწადია – ომის დაწყების შემდეგ ინფორმაციის გაცვლისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო ნაკადების საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველასთან, ვინც ბევრი წლის განმავლობაში ახლო პარტნიორები არიან. გვქონდა ტრენინგები, უზრუნველვყოფდით აღჭურვილობას და ყველაფერი ეს დადასტურდა, რომ განსაკუთრებით ღირებულია სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრების გავლით. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა ფოკუსირებული იყო სწორედ ამაზე, რადგან როდესაც მიმდინარეობს რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების და ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თავის არიდებას, რომელიც არის დაწესებული არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, იაპონიის და ბრიტანეთის მიერ. ასე რომ, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გაძლიერდეს კონტროლი, რათა შეწყდეს იმ საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოყენებულია რუსეთის საომარი მანქანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ. და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით“, – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S