Accentnews.ge
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

13/04/2023 11:55:44 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S