ლიეტუვის საელჩო - ლიეტუველებსა და ქართველებს კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის როლი
14/04/2023 08:29:51 პოლიტიკა
საქართველოში ლიეტუვის საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს.
როგორც საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ქართველებს კარგად ესმით ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი.
„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გილოცავთ ქართული ენის დღეს (დედაენის დღეს). ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, წარმოადგენენ რა მცირერიცხოვან ერს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. მოქალაქეების მონდომებასა და ყოველდღიურ ქმედებებს, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენებისა და პატივისცემის კუთხით, ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – აცხადებს საელჩო.


