Accentnews.ge
ლომჯარია – ზურაბიშვილის შესახებ: "სტრასბურგში ცარიელი ხელებით ვერ ჩავიდოდა"

ლომჯარია – ზურაბიშვილის შესახებ: "სტრასბურგში ცარიელი ხელებით ვერ ჩავიდოდა"

14/04/2023 12:03:31 პოლიტიკა

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.

მისი თქმით, ამ მოლოდინს აჩენდა ის, რომ ზურაბიშვილი სტრასბურგში მიემგზავრებოდა, სადაც "ცარიელი ხელებით" ვერ ჩავიდოდა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"მე მქონდა მოლოდინი, რომ შეიწყალებდა, მე ნიკას შეწყალების პროცესს არ ვუყურებ პოლიტიკურ ჭრილში ან როგორც პოლიტიკოსები უყურებენ ამ პროცესს, მე ვუყურებ, როგორც ადამიანის უფლებადამცველი და ამ სტანდარტით, ნიკა საერთოდ არ უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ან საქართველოზე მუშაობს, წერდა და დაწერილი აქვს, რომ ნიკას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იყო და მას პატიმრობა მიესაჯა ისეთი ქმედებების გამო რომელიც სისხლის სამართლის განსჯად საკითხს საერთოდ არ წარმოადგენს. [...] მაინც მქონდა მოლოდინები, რომ ნიკას შეიწყალებდა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი მიემგზავრებოდა სტრასბურგში საქართველოს ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ და პრეზიდენტს რაღაც იქ უნდა ჩაეტანა. მისი განცხადებები მოსმენილი გვაქვს, მაგრამ გარდა განცხადებებისა მაღალ თანამდებობის პირებს ყველას აქვს თავისი ვალდებულებები, თავისი მანდატი ამ პროცესში, ცარიელი ხელებით ისე ვერ ჩავიდოდა", - განაცხადა ლომჯარიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში მისი გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S