Accentnews.ge
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – სუდანში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქეა, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – სუდანში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქეა, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს

17/04/2023 10:12:29 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფღთხოდ არიან.

"კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს:

"სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა ბრძოლები და შეტაკებები, რათა რომელმე მხარემ აიღოს კონტქოლქვეშ სიტუაცია. ველოდებით, რომ ჩაწყნარდეს, რათა ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერ–ჯერობით არ გველაპარაკებიან".

სუდანში მესამე დღეა, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკება დაიწყო სუდანის ჯარისა და შეიარაღებული ფორმირების (RFS) წევრებს შორის. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 მოქალაქე. სუდანის ჯარი ამბობს, რომ არ აპირებს RFS-თან დიალოგს მანამ, სანამ დაჯგუფება არ დაიშლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S