"დროას" ლიდერი პრეზიდენტს "ევროპული გზის საბოტაჟში" ადანაშაულებს
18/04/2023 09:06:21 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ევროპული გზის საბოტაჟში" ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ერთი წლის წინ "ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად ნიკა გვარამიას დაჭერით მოახდინა საბოტაჟი ჩვენი ისტორიული შესაძლებლობის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მარტის მოვლენების შემდეგ ვნახეთ დიდი დაინტერესება, რომ ვიპოვოთ გზა და ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ჩაშალა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ევროპარლამენტში და ამით კიდევ ერთხელ მოხდა საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის. დღეს არ არის წუწუნის დრო, დღეს არის კონსოლიდაციის დრო, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას შევეგუოთ და "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციასთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, თუ როგორ გამოვასწოროთ მეორედ მიყენებული უდიდესი დარტყმა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის", – აცხადებს ხოშტარია.


