ღარიბაშვილი – ოპოზიციამ ახსნა-განმარტებები უნდა მისცეს, რატომ ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით
18/04/2023 10:54:42 პოლიტიკა
„როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოაქალაქეების მძრაცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურდა გამოხმაურებოდა საერთაშორისო დანაშაულს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.
„საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ უპრეცენდენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპაში, რეალურად ბოლო 1 წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან ამ მოპარული ფულით. ეს არამხოლოდ სამარცხვინო, შემაშფოთებელი ფაქტია, ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლება გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან…
ჩვენ ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში, სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა არის კატასტროფილი და კიდევ უფრო შემაშფოთებელია რადგან ეს პიროვნება, რომელმაც მანამდე ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში ადგებდა, ატერორებდა, ახლა უკვე მთლეი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ყოველდღე უნდა მოუხადოს ბოდიში როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპულ საზოგადოებას.
„მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში, როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადების წინაშე უნდა მისცენ ახსნა- განმარტებები, რატომ ფინანსდება მთელი ოპიზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით“,- აცხადებს ღარიბაშვილი.


