ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ
18/04/2023 11:26:26 პოლიტიკა
ვიბარებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მობრძანდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თეონა აქუბარდიამ დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დასკვნა გააცნო.
მისი თქმით, ვითარება არ შეცვლილა 2022 წელსაც.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.


