Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი - შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ

ბექა ლილუაშვილი - შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ

18/04/2023 11:28:11 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

"შესაძლოა, მწვავე პოლიტიკურ შედეგებამდე მიგვიყვანოს ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება და რომელიც შესაძლოა, საქართველოში ხორციელდებოდეს ძებნილი პირის მიერ, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითური ქსელის შექმნით, შესაძლო ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის ასობით მილიონი დოლარის მოპარვით", – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში ძებნილი პირის მიერ ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით, ამ მასშტაბის დანაშაული ხორციელდებოდეს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს არც ერთი სახელმწიფო უწყება.

„საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები დღეს თუ ხვალ კონკრეტულ შედეგებზე გავა და იმ პოლიტიკურ ქარიშხალს, რომელიც ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება – სჭირდება რაიმე მინიმალური დამზღვევი წინაპირობები მაინც, სულ მცირე სიმართლის გამოვლენა ამ საქმის მიმართ შიდა ინტერესებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშაულის ვერ ან არ აღკვეთაზე. გთავაზობთ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო თაღლითურ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S