თალაკვაძე – ოპოზიციას: ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, ისე ცვლით სიმართლეს
18/04/2023 13:00:21 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის განცხადებები ისეთი იყო, ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, როგორი მონდომებით ცვლით სიმართლეს და გინდათ, რომ გადააკეთოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში დღეს არის ქვეყანაში. ანუ ომის დაწყებაზე აქ საყვედურს გამოთქვამს ხალხი, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით“, – თქვა მან.


