Accentnews.ge
„თუ ხელიუფლებას წაუცდა ფეხი და ასეთ მინდორზე შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ თავად ახდენს პარლამენტის პარალიზებას“

„თუ ხელიუფლებას წაუცდა ფეხი და ასეთ მინდორზე შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ თავად ახდენს პარლამენტის პარალიზებას“

18/04/2023 19:00:02 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ახლა „ბრძოლის ველი“ პარლამენტზე გადის და 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მოეთხოვება, ისევე როგორც დღეს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში იყოს პარლამენტში. მინიმუმ 50 დეპუტატის ხმაა საჭირო, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არ ჩააგდოს. დღეს სხდომათა დარბაში რეგისტრაცია 51–მა ოპოზიცონერმა დეპუტატმა გაიარა და მმართველმა გუნდმა საკითხის ბლოკირება კვორუმის არარსებობის გზით შეძლო – უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და მოტივად მოსამართლეებისადმი სოლიდარობა დაასახელეს.

უსუფაშვილის შეფასებით, თუ მმართველმა გუნდმა აირჩია გზა, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან 51 ოპოზიციონერის შიშით, ეს ნიშნავს, ვერც ერთ საკითხს ვერ მიიღებენ პარლამენტში. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ „უმრავლესობა იმგვარ ვითარებაშია აღმოჩენილი, თავად ახდენს პარლამენტის პარალიზებას“:

„თუ ხელიუფლებას წაუცდა ფეხი და ისეთ მინდორზე შემოვიდა, სადაც ჩვენ ერთადერთი რამ გვმართებს – ხვალ და ზეგ ეს 51 ადამიანი პარლამენტში უნდა ვიყოთ ხოლმე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში უბრალოდ უნდა ვისხდეთ; თუ რეგისტრაცია არ გაიარა კობახიძემ იმის შიშით, რომ „აგერ 50 კაცი ზის და ისინი თავიანთ საკითხს გაიტანენო“, ეს ნიშნავს, რომ აკეთებს პარლამენტს თვითპარალიზებას. ანუ პარლამენტი სხვა ვერც ერთ საკითხს კენჭს ვერ უყრის. არის მომენტები, როდესაც გამარჯვება ოპოზიციის მხარესაა და მას გაფრთხილება სჭირდება. დღეს და ხვალ უნდა ვიყოთ პარლამენტში!

უნდა გვესმოდეს, რომ საკითხი არ ჩავარდნილა, გადიოდა და ამის შიშით, ხელისუფლებამ პარალიზება გაუკეთა პარლამენტს რეგისტრაციის არგავლით. თუ საკმარისი ხმები პარლამენტში კიდევ ორი დღე გვეყოლება (51 დეპუტატი), ეს ნიშავს, რომ კიდევ უფრო უპრეცედენტო რამ მოხდება ქვეყანაში“,– განაცხადა უსუფაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S