მინისტრი განმარტავს, რატომ არ გასცა ლიცენზია ამ დრომდე პოლონელი ექიმებისთვის
19/04/2023 09:16:15 პოლიტიკა
საქართვეელოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის პოლონელი ექიმების განაცხადი შესულია სამინისტროში, თუმცა საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.
"მხოლოდ განაცხადია შემოტანილი, სადაც ითხოვენ ქვეყანაში ექიმების გრძელვადიანად მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არცთუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, დოკუმენტაცია არ ახლდა განაცხადს თან", - ამბობს აზარაშვილი და განმარტავს, რომ ლიცენზიის გასაცემად დამატებით საჭიროა დოკუმენტები ექიმების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
პოლონელი ექიმები რამდენიმე კვირაა ელოდებიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიის მიღებას. ისინი მზად არიან, კლინიკა "ვივამედში" მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მოამზადონ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მალგოჟატა გოშევსკას თქმით, ეს იქნება პოლონელი მედიკოსების გუნდი, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებების საფუძველზე იმოქმედებს.


