Accentnews.ge
ხაბეიშვილი: "ქვეყნის მასშტაბით ენმ-ს საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდება"

ხაბეიშვილი: "ქვეყნის მასშტაბით ენმ-ს საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდება"

19/04/2023 09:31:07 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქში და რაიონში ენმ-ის ამომრჩევლები რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევენ.

"უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ ცხადია ქალაქებს, რაიონების და დედაქალაქს. საუბარია 73 საარჩევნო ე.წ ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე ყველა რაიონს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს, ანუ 73-ვე ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა

30 იანვარს დასრულდა თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", რის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

პარტიის ყრილობაზე, რომელიც 6 თებერვალს, გაიმართა, პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. გარდა ამისა, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S