"წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს"
19/04/2023 09:51:14 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ალიანსს წლების განმავლობაში აქვს მზადყოფნა რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს".
"ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა, არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში არ დაწყებულა გასულ წელს, ის დაიწყო 2014 წელს - ასე რომ, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვა განახორციელა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


