სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მიღწევაა, არავის მივცემთ საშუალებას, ეს დაჩრდილოს — კობახიძე
19/04/2023 11:45:44 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლოს საკითხებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უკვე მეორედაც ხელის შეშლა სოლიდარობის კიდევ ერთი აქტია.
მისი თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით “ქართული ოცნების” მიღწევა დაჩრდილონ.
“კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სასამართლოს მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპის საკითხი. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს, ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რაიმე ფორმით”, – განაცხადა კობახიძემ.


