Accentnews.ge
სამადაშვილი – დღეს მმართველი უმრავლესობა თავისი ზურგით გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს

სამადაშვილი – დღეს მმართველი უმრავლესობა თავისი ზურგით გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს

19/04/2023 11:59:58 პოლიტიკა

საგამოძიებო კომისია შეიქმნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, სასამართლო რეფორმა ქვეყანაში მაშინ განხორციელდება, როცა ხელისუფლება შეიცვლება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, "მმართველი ძალა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა".

„პარლამენტში უმრავლესობა იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანს, არამედ, კონსტიტუციას. შეგახსენებთ, სასამართლო სისტემის რეფორმა, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს. როცა „ქართული ოცნება“ გამიზნულად უშლის ხელს ამ ამოცანას, ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და საკუთარ კონსტიტუციას. ამიტომ, არ ვიცი, საბოლო ჯამში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი რით დამთავრდება, შესაძლოა, საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნას, მაგრამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გაიფორმა სრული პოლიტიკური მარცხი და კრახი, როცა უპრეცედენტოდ მოუწია უმრავლესობას ფაქტობრივად პარლამენტის დღის წესრიგის ბოიკოტირება. ამით ნათელი გახდა, რომ დღეს, რეალურად, პარლამენტში უმრავლესობა ეკუთვნის ხალხს, ვინც მურუსიძის კლანის მსახურია, ხალხს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დღის წესრიგთან და უმრავლესობასთან. ვფიქრობ, პოლიტიკურად საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეამ დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა.

საგამოძიებო კომისია შეიქმნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, სასამართლო რეფორმა ქვეყანაში მაშინ განხორციელდება, როცა ხელისუფლება შეიცვლება. ეს ხალხი რომ არ აპირებს არანაირი სასამართლო რეფორმის გატარებას, ეს ნათელი გახდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, არ შეიძლება სანქცირებული იყოს მურუსიძე, ჩინჩალაძე და კიდევ ვიღაც ორი, როცა, მათი პოლიტიკური მფარველები არიან ასე წარმოდგენილი ხელისუფლების ყველა შტოში. დღეს მმართველი უმრავლესობა თავისი ზურგით გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს. ამის გაგრძელებას ნახავს საზოგადოება, ეს იქნება ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. 18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S