Accentnews.ge
დეგნანი - კეზერაშვილზე: "მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება"

დეგნანი - კეზერაშვილზე: "მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება"

19/04/2023 13:47:30 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებასა და „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირზე გააკეთა კომენტარი.

ელჩმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს. დიპლომატი ფიქრობს, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო, უნდა დაიწყოს იურიდიული პროცესი.

ელჩის თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა გასაწევი.

“საშუალება არ მქონდა [ქოლცენტრებზე BBC-ის] გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა. ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ამდენად, აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა დეგნანმა თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც აშშ–მა ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მათ დაცვას შეუდგა, მმართველი გუნდის რიგმა წარმომადგენლებმა ელჩს საჯარო კომენტარებში მიმართეს კეზერაშვილის დასანქცირების მოწოდებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S