"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას და 100%–ით ვიზეიმებთ თქვენთან ერთად, როცა ეს მოხდება დეკემბერში"
19/04/2023 16:29:09 პოლიტიკა
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას და 100%–ით ვიზეიმებთ თქვენთან ერთად, როცა ეს მოხდება დეკემბერში", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აშშ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია.
"აშშ არის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირის წევრობისა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას დეკემბერში, ჩვენ 100%–ით ვიზეიმებთ თქვენთან ერთად, როცა ეს მოხდება დეკემბერში. ცხადია, ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველა ქართველის ერთად მუშაობას, რათა წევრ სახელმწიფოებს აჩვენოს, რომ საქართველო სრულად არის ერთგული შეასრულოს მძიმე სამუშაო ევროკავშირის წევრობისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსისთვის", – განაცხადა ელჩმა.


