ამილახვარი: "საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი 12-პუნქტიანი გეგმის მიღწევების დაზიანებაა"
20/04/2023 08:33:25 პოლიტიკა
განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, "საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი 12-პუნქტიანი გეგმის მიღწევების დაზიანებაა".
"საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა არ ჰქონდა რაიმეს გამოძიებასთან, პირიქით, 12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდათ ან უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის პირიქით, დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, არ მგონია ვინმეს რაიმე დასაცავი ჰქონდეს", – განაცხადა ამილახვარმა.


