Accentnews.ge
ევროკავშირი და ევროსაბჭო საქართველოში ოთხი პროექტისთვის 3 მლნ ევროს გამოყოფენ

ევროკავშირი და ევროსაბჭო საქართველოში ოთხი პროექტისთვის 3 მლნ ევროს გამოყოფენ

20/04/2023 09:21:06 პოლიტიკა

ევროკავშირი და ევროპის საბჭო სამ მილიონ ევროს გამოყოფენ საქართველოში ოთხი პროექტის განსახორციელებლად. პროექტები პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ამბობენ, პროექტების მიზანია:

  • დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში;
  • მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში აცხადებენ, რომ პროგრამა „ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან“.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს რეგიონებში სამი პროექტის ჩატარების შესახებ, რომელთა მიზანიც ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S