Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობს

20/04/2023 14:39:28 პოლიტიკა

მმართველმა გუნდმა ამჯერადაც ქვორუმის არარსებობით შეუშალა ხელი მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიბო კომისიის შექმნას. მესამე დღეა, „ქართული ოცნება“ ამ მეთოდს მიმართავს: პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა დღესაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ ქართველ მოსამართლეებს, არ მისცემს ოპოზიციას „ვალნებლობის“ უფლებას და რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. ამდენად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. ქვორუმისთვის მინიმუმ 76–მა დეპუტატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. შესაბამისად, მესამე დღეა, პარლამენტი ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას – ვერ იღებს კანონებს.

პროცესზე დამკვირვებლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დარღვევად აფასებენ, რადგან არ აძლევს კონსტიტუციით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას.

ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S