Accentnews.ge
ავტორიტეტული ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ავტორიტეტული ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

20/04/2023 17:09:44 პოლიტიკა

ჟურნალისტთა დაცვის ნიუ-იორკში მდებარე კომიტეტი (CPJ) და 10 ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია.

„როგორც ადამიანი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, თქვენ აღიარებთ, რომ შურისძიების მიზნით ჟურნალისტის პატიმრობა თქვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელ გარდატეხის მომასწავებელია. მას შემდეგ, რაც 1992 წლიდან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ მონაცემების შედგენა დაიწყო, საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ დაფიქირებულა გისოსებს მიღმა. გვარამიას საპატიმროში ყოფნა, რაც საქართველოს ერთ რიგში აყენებს პოსტსაბოჭოთა ევრაზიის რეპრესიულ, ავტორიტეტულ სახელმწიფოებთან - ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ავტორიტეტული ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები:

  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი;
  • მე-19 მუხლი;
  • ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია (AEJ);
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF);
  • ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ);
  • ჰიუმან რაითს ვოჩი (HRW);
  • ჟურნალისტური სამართლიანობის ფონდი;
  • ცენზურის ინდექსი;
  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI);
  • საერთაშორისო პენ-კლუბი (PEN International);
  • რეპორტიორები უსაზღვრებოდ (RSF)

მიმართვის ავტორები შეახსენებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ იმ 12 პრიორიტეტს შორის, რომლის შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკომისიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც გვარამიას საქმეზე ნათელი მინიშნებაა. „მასობრივი ინფორმაციის საშუალების მფლობელის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები ყველაზე მაღალ სამართლებრივ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს...ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციისკენ", - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S