Accentnews.ge
მოსკოვი თბილისს უკრაინული სცენარით ემუქრება

მოსკოვი თბილისს უკრაინული სცენარით ემუქრება

28/02/2019 09:26:47 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს უკრაინული სცენარით ემუქრება. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ საუბარში საქართველოსადმი მისი გუშინდელი მუქარის არსისა და მიზეზების განმარტებისას გააკეთა.

"საქმე იმაშია, რომ ქართულ საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტიურად წარმოჩინდება NATO–ური დღის წესრიგი. საკმაოდ ხშირად იქ ალიანსის მასშტაბული წვრთნები ტარდება. თანაც საქართველო ხელს უწყობს იმას, რომ ამ სწავლებებში სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, სომხებმა მიიღონ მონაწილეობა. [...] ამასთანავე, მრავლდება ქართველი პოლიტიკოსების ხისტი გამონათქვამები, – დაწყებული ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიდან და პრემიერ მამუკა ბახტაძიდან, დამთავრებული საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანით. ისინი საუბრობენ NATO–სკენ სვლის დაჩქარებაზე, მთელი დემოკრატიული ევროპისთვის ე.წ. რუსულ საფრთხეზე და. ა. შ. ბუნებრივია, ჩვენ ეს გვაღიზიანებს. ეს ხელს არ უწყობს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ურთიერთმიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. ჩვენ ხომ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ეს საკითხის აბსოლუტურად იგივენაირი დაყენებაა“, – განუცხადა რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ კარასინმა.

შთაბეჭდილება, თითქოს ნატო-ში ჩვენი მისწრაფება იწვევს რუსეთთან კონფლიქტს და „თუ წყნარად ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება" რუსული პროპაგანდის მორიგ ნაყოფს წარმოადგენს.

არის თუ არა რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიის რეალური მიზეზი ნატო-ში მათი სწრაფვა? ისტორია გვიჩვენებს, რომ არა:

1) თითქმის ყველა მეზობელს რუსეთმა თავს მოახვია ეთნიკური კონფლიქტი, განურჩევლად იმისა, სურდათ თუ არა მათ ნატო-ში შესვლა: 1991 და 1992 წელს - საქართველოს, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში; 1990 წელს - მოლდოვას დნესტრისპირეთში; 1990 წელს - აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში; 2008 წელს - კვლავ საქართველოს; 2013 წელს - უკრაინას ყირიმსა და დონბასში. და სწორედ რუსეთი ინარჩუნებს ამ კონფლიქტებს დღემდე;

2) მხოლოდ 2008 წელს და 2014 წელს საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების დროს იყო ამ ქვეყნებში პროდასავლური ხელისუფლებები. ყველა სხვა დროს იყო პრორუსული ან ნეიტრალური;

3) რუსეთის ერთადერთი მეზობლები, სადაც დღემდე ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მაგრამ რუსეთმა ვერ მოახერხა კონფლიქტების ინსპირირება, სწორედ რომ ნატოს წევრი ბალტიისპირეთის სახელმწიფოებია.

დასკვნა: რუსეთის აგრესიის მიზეზი არის არა NATO, არამედ მეზობლების დამოუკიდებლობასთან ვერშეგუება. NATO–ს წევრობა კი არის დაცვა რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S