ნატო - 25 აპრილს იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს
21/04/2023 08:28:09 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს.
ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მისი ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრეს–კონფერენცია.


