Accentnews.ge
ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გარემოზე - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში

ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გარემოზე - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში

21/04/2023 06:06:52 პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" აცხადებს, რომ "ოლიგარქიული გავლენა აისახება საქართველოში პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე".

2023 წლის ანგარიშში საქართევლოს შესახებ "ფრიდომ ჰაუსი" წერს, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. ორგანიზაციამ შეაფასა საქართველოს თავისუფლების ინდექსიც. საქართველოს 100 58 ქულა მიანიჭა და განაცხადა, რომ საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა.

"საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორია 2012-13 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, ხელისუფლების ცვლილების მიმდებარე პერიოდში, მაგრამ ბოლო წლებში შეინიშნება უკუსვლა. ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გარემოზე და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული". -ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S