Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: "სამ დღეში მოხდა ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს"

ანა ნაცვლიშვილი: "სამ დღეში მოხდა ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს"

21/04/2023 09:52:16 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას პროცედურებით აჭიანურებს, მაგრამ ამ კომისიამ შედეგი უკვე დადო. სულ რაღაც სამ დღეში, ასე მოკლე დროში მოხდა ცხადად, ლაკონიურად ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დანაშაულზე ხელის დამფარებლად გაფორმდა.

„ოპოზიციამ აიძულა ხელისუფლება, პოლიტიკურად და სამართლებრივად სრულიად ნათლად დაესვა ტოლობის ნიშანი „ქართულ ოცნებასა“ და უსამართლო სისტემას შორის. ამ პროცესმა შედეგი უკვე მოიტანა. „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გაფორმდა კლანის თანამონაწილე და დანაშაულზე ხელის დამფარებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S