Accentnews.ge
სარჯველაძე – ნაფიცი მსაჯულების შესახებ – ასე ემოციურად სერიოზული საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება

სარჯველაძე – ნაფიცი მსაჯულების შესახებ – ასე ემოციურად სერიოზული საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება

21/04/2023 11:33:12 პოლიტიკა

„სერიოზული საკითხების ასე ემოციურად გადაწყვეტა არ შეიძლება”, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნას, გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

„ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, მგონია, რომ არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მოითხოვს არა მხოლოდ გრიგორიადისის საქმის პრიზმაში დანახვას ამ საკითხისას, არამედ მოითხოვს მასშტაბურად გაანალიზებას. და ამ მასშტაბური გაანალიზების შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეიძლება გაცილებით სხვა პრიორიტეტები იდგეს დღის წესრიგში, ვიდრე შეიძლება ამ წუთას სასურველად მიაჩნდეს „გირჩს” ან გრიგორიადისის რომელიმე ახლობელს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი ითხოვს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამ მოთხოვნით ასევე ვრცელდება პეტიციაც. ის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და მარტის აქციების საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დღეს წარადგინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S