Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე - უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის

ირაკლი კობახიძე - უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის

21/04/2023 11:48:29 პოლიტიკა

უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე, უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, ამის პირობას ვდებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას პრინციპული პოზიცია აქვს და „კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს იყენებენ“.

„საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ეს უკავშირდება ერთადერთ რამეს - ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს; სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ მოსამართლეებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. უხეში მცდელობაა, ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კომისიის შექმნის ინიციატივაც, სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასანქცირება იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გჭირდება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ. მათ სწორად შეახსენეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით",,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ისეთივე მასშტაბური აქციები გაიმართოს, როგორც 7-8 მარტს, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის რესურსი არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S