Accentnews.ge
მოვტყუვდი ერთადერთ რამეში – ჩიხრაძე ივანიშვილს აფასებს

მოვტყუვდი ერთადერთ რამეში – ჩიხრაძე ივანიშვილს აფასებს

21/04/2023 13:13:56 პოლიტიკა

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ოპოზიციონერი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოლოდინები ბევრისგან განსხვავებით საწყის ეტაპზევე არ ჰქონია, ამდენად მისთვის ამჟამად „9+11 წელი დგას“.

„მოვტყუვდი ერთადერთ რამეში: მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა, თავისუფლების, ევროინტეგრაციის კუთხით ეს არ იქნებოდა „ამოფრქვევა“ საქართველოსთვის, ვფიქრობდი, რომ ეკონომიკური კუთხით გვექნებოდა რაღაც წინსვლა – ბიზნესი შედარებით თავიუფალი იქნებოდა. კიდევ მეგონა, რომ ბიძინა ივანშვლი ახალგაზრდებს ხელს შეუწყობდა განათლებს მიღებაში. სამწუხაროდ, მოვტყუვდი. [...] „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველი საფარველი, რითაც თვალს უხვევდა ხალხს, შემოიძარცვა – ზოგი თავად ჩამოიშორა, ზოგი ჩამოშორდა და დღეს არიან ისინი, რომლებმაც იგივე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით უპრეცედენტო რამ ჩაიდინეს – მმართველი ძალა ახდენს პარალიზებას საპარლამენტო ცხოვრების. ოპოზიციას ბევრჯერ მიგვიმართავს პროცედურული ომებისთვის, რომ დრო მოიგო, საკითხის გაჭიანურება მოხდეს. ეს ყოველთვის ოპოზიციური ბრძოლის არსენალია, მაგრამ დღეს ხელისუფლება გადაფარებულია იმას, რაც ყველაზე ცუდი ჰქონდა ენმ–ს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – პერსონებზე, რომლებიც ენმ–ს დროს ჩამოყალიბდნენ კორუმპირებულობის, მორჩილების სიმბოლოებად. სახელები და გვარებიც კი არ გამოცვალეს: ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვირტიშვილი. კიდევ უფრო განამტკიცეს კლანი და გვეუბნებიან, რომ არაფრით შეუქმნიან მას დისკომფორტს. ეს არ დაიყვანება მხოლოდ ჩინჩალაძემდე და მურუსიძემდე, ეს ადამიანები უბედურებად გადაექცნენ ქვეყანას. ვინმესთვის თვალებში შეხედვის ხომ უნდა რცხვენოდეს ამ ხალხს? მონები იყვნენ წინა პერიოდში, ახალი ხელისუფლებასაც აღმატებულ ხარისხში დაუმტკიცეს თავიანთი მონობა“,– თქვა ჩიხრაძემ.

მოსამართლე ლევან მურუსიძის კონტექსტში მან გაიხსენა სანდრო გირგვლიანის საქმე და კიდევ ერთხელ აღნიშნა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება „კლანის“ წევრების მიმართ:

„პირველი დღიდან ბოლომდე ამ საქმეს შევეწირე და შევწირე სხვათა შორის, ჯანმრთელობაც: ერთ–ერთ სასამართლო პროცესზე ისეთი ძლიერი ტვინის შერყევა მივიღე „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერების“ გამო, ამჟამადაც წელიწადში ორჯერ მჭირდება მკურნალობის კურსის ჩატარება. მაგრამ ამ თემით არასდროს მისპეკულირია, რადგან ძვირფასია ირინა ენუქიძის და სანდრო გირგვლიანის ხსოვნა, ძვირფასია გურამ გირგვლიანი. როგორ შეიძლება, მურუსიძე, მორალურად დეგრადირებული ადამიანი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხდებოდა, გააკარო ამ სისტემას და არათუ გააკარო, „სასამართლოს ლიდერი ვარო“, ამის თქმის შესაძლებლობა მისცე?!“.

მისი თქმით, მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მექანიზმია ადამიანებისთვის, ისაუბროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე:

მაქვს ინფორმაცია, რომ არიან უკმაყოფილო ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ხმამაღლა რომ იტყვის ამის შესახებ. საგამოძიებო კომისიის შექმნაც ამას ემსახურება, ხმამაღლა თქვან ბევრი ის სიმახინჯე, რომელიც საზოგადოებამ არ იცის“,– თქვა ჩიხრაძემ და შეაჯამა, „ამდენად, ჯოჯოხეთის 20 წელი გავიარე და გავდივარ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S