Accentnews.ge
საგარეო უწყება – სუდანში ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა უცნობია

საგარეო უწყება – სუდანში ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა უცნობია

23/04/2023 13:13:21 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგარეო უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების – 2 600-მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მეორედ გახდა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, სუდანის დედაქალაქში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის შეტაკებები დაიწყო. მანამდე, შაბათს 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S