Accentnews.ge
ჰერჩინსკი – „ქოლ-ცენტრების“ საქმის შესახებ - თუ რაიმე უკანონო ქმედებები ხორციელდება, უნდა მოხდეს მათი გამოძიება

ჰერჩინსკი – „ქოლ-ცენტრების“ საქმის შესახებ - თუ რაიმე უკანონო ქმედებები ხორციელდება, უნდა მოხდეს მათი გამოძიება

24/04/2023 06:28:57 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ე.წ. ქოლ - ცენტრების საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ უკანონო ქმედებები ხორციელდება, უნდა მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება.

„რასაკვირველია, თუკი რაიმე უკანონო ქმედებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, უნდა მოხდეს მათი გამოძიება და ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე.

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ს საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია. მისი თქმით, იგი აპირებს, რომ BBC-ს მასალასთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S