Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი - საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას

ევროკავშირის ელჩი - საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას

24/04/2023 06:32:23 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება:

"თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ამ და სხვა საქმეებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია შეფასებას წარადგენს ანგარიშის სახით. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და წევრი ქვეყნები, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე მიმდინარე წლის დეკემბერში“, - განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S