Accentnews.ge
"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირებაა

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირებაა

24/04/2023 08:19:29 პოლიტიკა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი ფაზა "მწიფდება". პრობლემურ საკითხე პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. კერძოდ, მათი თქმით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერები: ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს.

მათი თქმით, გადაწყვეტილება ენმ–ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და თანამდებობიდან მის გადაყენებას ითხოვენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, პროცედურის მიხედვით სიაში ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო, თუმცა ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო.

„ნაცვლად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირებებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვადასხვა გამოწვევებს ჩვენ ქვეყანაში, ლევან ხაბეიშვილი ცვლის ბათუმელების ნებას“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბრალდებას ენმ–შის სხვა ნაწილი გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძის თქმით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან თანაგუნდელები იმ მიზეზით ამოიღეს, რომ ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს არ ატარებდნენ:

„პარტიის თავმჯდომარეს აქვს უფლება ამოიღოს სიიდან ის ადამიანები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. რატომ მოხდა ამ ადამიანების ამოღება? ეს ადამიანები ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ კონტაქტობდნენ პარტიასთან, მიუხედავად არაერთი მოწვევისა. ისინი არ თანამშრომლობენ პარტიასთან, არ გამოხატავენ პარტიის ინტერესებს და თავისთავად, გასაგებია, ჩვენი ბათუმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ამოღებული ყოფილიყვნენ პარტიული სიიდან და შესულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ. ამ სამი თვის განმავლობაში არ გამიგია არჩილ ჩიქოვანის, რიჟვაძის, ივანიშვილის და კობახიძის კრიტიკა, მაგრამ გამიგია ლევან ხაბეიშვილისა და ლევან ვარშალომიძის და სხვების, ეს ადამიანები თვითმმართველობაში არ გამოხატავენ პარტიის ინტერესს და რა თქმა უნდა, არ იქნებიან წარმოდგენილი ენმ-ს პარტიიდან”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S