ელჩი: „აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, რომლებსაც იდეების თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოტანა შეუძლიათ"
24/04/2023 08:39:52 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება ქართველი მოსამართლეების მორიგი ნაკადის გამგზავრებას აშშ–ში სასწავლო ვიზიტის ფარგლევში და აღნიშნავს, რომ "ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები“.
„ღიაა ასევე მათთვის, ვისაც შეუძლია წასვლა, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ზოგჯერ 2 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებს და დიდ ინტერესს ვიჩენთ და მოუთმენლად ველით ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებუილი ღონისძიბის დასრულების შემდეგ, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებოდნენ.
მას შემდეგ, რაც აშშ–მა ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ სავიზო სანქცია შემოიღო, სასამართლო თემაზე მომუშავე პირები აცხადებენ, რომ ზეწოლა ხორციელდება დანარენ ქართველ მოსამართლეებზე სანქცირებული კოლეგებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით. ერთ–ერთმა მოსამართლემ – კოჭლამაზაშვილმა უარი თქვა პროგრამაში მონაწილეობაზე და მოტივად პოლიტიზირება დაასახება. თუმცა ირკვევა, რომ ოთხი მოსამართლე გაემგზავრა აშშ–შისასწავლო ვიზიტით.


