Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს

აშშ–ის ელჩი – დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს

24/04/2023 08:43:20 პოლიტიკა

"შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია და დარწმუნებული ვარ, ის ყველა ასეთ მოთხოვნას, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, "ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა".

ელჩის თქმით, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.

„ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის – მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე. ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, –განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებუილი ღონისძიბის დასრულების შემდეგ, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S