Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საგამოძოებო კომისიის ინსტრუმენტით ისარგებელებს

აშშ–ის ელჩი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საგამოძოებო კომისიის ინსტრუმენტით ისარგებელებს

24/04/2023 09:03:02 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ეს კარგი მექანიზმია, რომელსაც სხვა ქვეყნების პარლამენტებიც მიმართავენ.

„პარლამენტი ქმნის საგამოძიებო კომისიებს როგორც მექანიზმს რათა გადახედოს საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მეტი გამჭვირვალობისა და ინფორმირებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშულებას აძლევს იყვნენ უკედ ინფორმირებული. ამ მექანიზმის შექმნის მიზეზი პარლამენტისგან არის მოქალაქეების უზრუნველყოფა მეტი ინფორმაციით, ვფიქრობ ეს ძალიან სასარგელო ტექნიკა, რომლსაც ბევრი პარლამენტი იყენებს, მათ შორის აშშ-ის კომგრესი და ვიმედოვნებ, რომ ამ ინსტრუმენტით პარლამენტი და პარლამენტის წევრები ისარგებლებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებუილი ღონისძიბის დასრულების შემდეგ, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S