Accentnews.ge
იოსელიანი – ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდე, მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ მაქვს

იოსელიანი – ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდე, მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ მაქვს

24/04/2023 10:12:51 პოლიტიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს".

„ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და მივალ," - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ამაზე სახალხო დამცველი ვერ იქნება პასუხისმგებელი.

"ჩვენ დიდი ხანია, რაც ჩართული ვართ მათი პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი და ჩვენი მანდატის ფარგლებში ამ პროცესს ვუწევთ მედიაციას. მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები მათთან ხაზზე არიან და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროს იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ საკუთარი პროტესტის გამოხატვა და ხომ არ აქვთ ხელშეშლა პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას - ეს არის შესაბამისი უწყების მიერ გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ამ კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა, გამოხატვის ნაწილში მათი უფლებები რომ იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მშობლები შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანსებას რამდენიმე თვეა ითხოვენ, ამ მოთხოვნით ბოლო რამდენიმე დღე,ა ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან.

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებს. აქცია გაიმართა გუშინაც.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S