Accentnews.ge
ლანდსბერგისი – აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, ბურთი საქართველოს მოედანზეა

ლანდსბერგისი – აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, ბურთი საქართველოს მოედანზეა

24/04/2023 10:18:29 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან რეფორმების გატარების კუთხით ბევრი კითხვა ექნებათ.

როგორც ლანდბერგისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლიეტუვა რჩება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა.

"საქართველოს მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მას ბევრ შეკითხვას დაუსვამენ. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა ითამაშონ", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S