Accentnews.ge
პრემიერი – 70 მლნ კი იხარჯება, მაგრამ ჩვენ ამ კონცერტებიდან მინიმუმ, 100 მლნ ლარს მივიღებთ

პრემიერი – 70 მლნ კი იხარჯება, მაგრამ ჩვენ ამ კონცერტებიდან მინიმუმ, 100 მლნ ლარს მივიღებთ

24/04/2023 10:36:48 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვარსკვლავების კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა, თუმცა ქვეყანა მინიმუმ, 100 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს ამ კონცერტებით.

„კულტურის სამინისტრომ და „Black Sea Arena-ს“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს, რომ იტყვიან, ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულბელების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება. საუბარი იყო იმაზე, რომ 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსვლებს ველოდებით. შეიძლება მინიმუმ 100 მლნ ლარზე იყოს საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი. ამას გავაგრძელებთ. სხვა სიახლეებიც ექნებათ ახალგაზრდებს, მსმენელებს და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სეზონი იქნება. ტურიზმში სერიოზული პროგრესი გვაქვს. შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა - 5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. ამ მიმართულებით მეტი მუშაობა გვჭირდება“, -განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში კამპანიას, „Starring Georgia“-ს იწყებს. ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S