Accentnews.ge
ხელისუფლება ორგანოთა ტრანსპლანტაციაზე კანონის მიღებას გეგმავს

ხელისუფლება ორგანოთა ტრანსპლანტაციაზე კანონის მიღებას გეგმავს

24/04/2023 14:43:04 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა ქსოვილების და უჯრედების გადანარგვის მიმართულებით კანონმდებლობას მოაწესრიგებს.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

„დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება 1 მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S