ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ დამსახურების მიხედვით შეძლოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა
25/04/2023 06:48:37 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ სურთ საქართველოს მხრიდან იხილონ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება.
ამასთან, რინკევიჩსი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი მკურნალობა უნდა გაწიოს.
"ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ დამსახურების მიხედვით შეძლოს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. გვინდა ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა", - წერს ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში.


