Accentnews.ge
IRI – გამოკითხულთა უმეტესობა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო

IRI – გამოკითხულთა უმეტესობა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო

25/04/2023 08:55:10 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო.

კერძოდ, გამოკითხულთა 60% (სრულად – 42% ან ნაწილობრივ –18%) ეთანხმება, რომ ეს კანონი „ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 18% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

56% (38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ) ეთანხმება, რომ „კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 21% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

56% (38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ) ეთანხმება, რომ „კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დაახლოებდა“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 22% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

მოსაზრებას, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი ეთანხმება. კერძოდ, 13-13% ამ მოსაზრებას სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება. 10% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 40% – სრულდა. 26% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S