Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი - „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა

ვიოლა ფონ კრამონი - „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა

25/04/2023 11:35:23 პოლიტიკა

"სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ( IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ორგანიზაციის ცნობით, მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S